დ.მენდელეევის ელემენტთა პარიოდული სისტემის მე-7 ჯგუფის ქიმიური ელემენტი;ატომური მასა -54,938. ვერცხლისფერ-თეთრი,მაგარი და მყიფე ლითონია;ცნობილია ერტ სტაბილური იზოტოპის 55MN სახით. საკოორდინაციო რიცხვი 4 და 6; ლითონია აქტიურობის მქკრივში მოთავსებულია წყალბადამდე. ხასიათდება პარამაგნიტური თვისებებით. მანგანუმი აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა კ.შეელემ (1774წ.).
გავრცელება ბუნებაში
მანგანუმის შემცველობა დედამიწის ქერქში 0,1 %-ია. ცნობილია მისი მინერალები -ჰიროლუზიტი,მანგანიტი,ბრაუნიტი,ჰაუსმანიტი და სხვა. მანგანუმის მნიშვნელოვანი მადანია კარბონიტი ანუ მანგანიტის შპატი. რკინის მადნები თითქმის ყოველთვის შეიცავს მანგანუმს მნიშვნელოვანი რაოდენობით. მისი მნისვნელოვანი მადანებიასაქარტველოში (ჭიათურა).
მიღება
ლითონური მანგანუმი მიიღება პიროლუზიტიდან ალუმინთერმიის გზით. ეს რექცია ძალიან ენერგიულად მიმდინარეობს -მანგანუმის დიოქსიდის გახურებით MN ჯერ აღადგენენ შერეული ოქსიდი წარმოქმნით,რომლისგანაც მანგანუმს ალუმინთერმიით აღადგენენ. მიღებული ლითონური მანგანუმი შეიცავს 94-96 % მანგანუმს და მინარევის სახით FE. ქიმიურად სუფთა (99,9 %) მანგანუმი მიიღება მანგანუმის სულფატის წყალხსნართა ელექტროლიზით. იმის გამო,რომ მანგანუმი გაცილებით წინ არის წყალბადზე აქტიურობის მწკრივში,იგი ადვილად იხსნება განზავებულ მჟავებში.
გამოყენება
მანგანუმს ძირითადად იყენებენ მეტალურგიაში,ასევე,შენადნობის ლეგირებისთვის. იგი ანიჭებს ფოლადს,მანგანუმის, ალუმინის სიმტკიცეს,კოროზიამედეგობას და სხვა. იყენებენ ლითონთა ზედაპირის დასაფარად,დაცვის მიზნით; ეს მეთოდი თუთიით დაფარვაზე უკეთესია,რადგან მანგანუმის ელექტრული პოტენციალი თუთიისაზე უარყოფითია. ამიტომ მანგანუმის დაფარვები ხასიათდება დიდი კოროზიული მდგრადობით. მანგანუმის დიოქსიდი ,როგორც გამაუფერულებელი,გამოიყენება აგრეთვე ასანთის წარმოებაში. მანგანუმის დიოქსიდს იყენებენ კატალიზატორად ქიმიურ რექციებში.
Sunday, November 29, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment