Wednesday, March 24, 2010


სელენი

ქიმიური თვისებები: სელენი იწვის ჰაერზე ლურჯი ალით . მიიღება Se02, წვას დამახასიათებელი სუნი ახლავს, Se02 მჟავური ანჰიდრიდია, წყალში კარგად ხსნადი, წარმოქმნის სუსტ მჟავას H2Se03. _ სელენოვანმჟავას (ანალოგიური გოგირდმჟავისა) სელენი ადვილად უერთდება ჰალოგეონებსა და ლითონებს, უშუალოდ იერთებს წყალბადს მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე (4000). იხსნება კონცეტრირებულ გოგირდსა და აზოტის მჟავებში, გოგირდნახშირბადებში და აგრეთვე ტუტეებში.
სელენის ნაერთები ძლიერ მომწამლავია.

ცერიუმი
  
ზოგადი დახასიათება
ატომური ნომერი_58.
ატომური მასა 140, 115 მ.ა.ე.
(მოლური მასა) (მ/მოლ)
Aატომური რადიუსი 181
იონიზაციის ენერგია (პირველი ელექტრონის)O540,1 კ.ჯ/მოლ.
ელექტრონული კონფიგურაცია [Xე] 4ფ2 6შ2
ელექტროუარყოფითობა 1,12
ჟანგვის ხარისხი 4,3
მარტივი ნივთიერების თერმოდინამიკური თვისებები :
სიმკვრივე 6,757გ/სმ3
სითბოგამტარობა 11,3
დნობის ტემპერატურა 1072ჯ.
დნობის სითბო 5,2 კ.ჯ/მოლ.
დუღილის ტემპერატურა 3699კ.
ცერიუმი_ლანთანოიდები�
� ჯგუფის ელემენტია, მოვერცხლისფრო მეტალი.
Eელემენტის აღმოჩენა და სახელწოდება.
ჩე_ცერიუმი (ლათ_ჩერიუმ) 1803წელს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს კლაპროტმა, ბერცელიუსმა და გიზენგერმა. სახელწოდება შეარჩიეს იმ ხანებში (1801წ) აღმოჩენილი მცირე პლანეტა ასტეროიდის ცერერის სახელწოდების მიხედვით. სუფთა სახით ლითონი ელექტროლიზური გზით მიიღეს 1875 წელს ჰილებ რანდმა და ნორტონმა.
გავრცელება ბუნებაში
გავრცელება ბუნებაში ვინოგრადოვის მონაცემით 4,5.10-5
ლანთანიდებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია Ce იშვიათ მიწათა მეტალია.
 ვერცხლისფერი თეთრი, კარგად იჭედება, ადვილად იჭრება დანით, იწელება მავთულად. Mმისი ხვედრითი წონა_6,768 ლანთანოიდური კუმშვა 1,18 აალების დაბალი ტემპერატურა_1650.


ქიმიური თვისებები

ცერიუმი, როგორც ყველა ლანთანოიდი მაღალი რეაქციის უნარიანობით ხასიათდება. ჟანგბადის არეში ხურებისას იწყებს წვას, ცერიუმის ცენტრი უფრო კაშკაშა ალით იწვის, ვიდრე მაგნიუმისა. ნელა შლის ცივ წყალს, ცხელ წყალს_კი სწრაფად. Kკარგი აღმდგენია_წითლად ვარვარისას ცერიუმი ნახშირბადს აღადგენს ნახშირჟანგიდან და ნახშიროჟანგიდან.
ქლორის არეში 2000_მდე გაცხელებული ადვილად ინთება და დაწვის შედეგად წარმოქმნის ქლორიდს. ცერიუმი ორგანულ ნაერთებთნ შებმულ ქლორასაც კი იერთებს.
………3ჩH3ჩლ+4Gე→Gეჩლ3+3GეH3+3ჩ
ცერიუმი უჯერი ნახშირწყალბადების წყალბადასაც კი იერთებს. იერთებს წყალბადს, წარმოქმნის … GეH3 ტიპის ჰიდრიდს, ადვილად იერთებს აზოტს GეN ნიტრიდის წარმოქმნით.
წარმოქმნის შენადნობებს.
 


გამოყენება


ცერიუმის ნიტრატი გამოყენებული იქნა საგაზვარვარო ბადეების დასამზადებლად. ელნათურებმა დიდი ხანია გამოაძევა ეს ბადეები ხმარებიდან.
ლითიუმის, ვერცხლის და ცერიუმის ოქსიდების შემცველი მინა სინათლისადმი დიდი გრძნობიერებით ხასიათდება.
შენადნობი, რომელიც შედგება 30% რკინის და 70% ცერიუმისაგან, იშვიათ მიწათა სხვა მეტალებთან ერთად იხმარება ცეცხლმოსაკიდებში, რადგან ფოლადის ზედაპირთან ხახუნით იძლევა ნაპერწკლებს. ეგრეთ წოდებული ‘’შერეული მეტალი’’, რომელიც ლანთანოიდების აღდგენის გაუწმენდავ პროდუქტს წარმოადგენს, გამოყენებულია მეტალურგიაში როგორც ძლიერი აღმდგენელი.
 
მეტალები
 ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია.ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა.
გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა: კალა,ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით, უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.
ზოგიერთი მეტალები როგორიცაა:კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის, ზოგი კი მაგალითად: ოქრო, და პლატინა, არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება, სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა.მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.
მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით.

 
ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება:
Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,N,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Au
აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა.
აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როცა ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან. სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.
მეტალთა საერთო ქიმიური თვისებები
მეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერტო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომები
შედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან.  
ზოგიერთი მეტალი წვის დროს, ალს განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს. ნივთიერებათა წვა შეიძლება ამა თუ იმ ლითონის არსებობის შესამოწმებლად გამოვიყენოთ. ნივთიერებები ალში პლატინის ალით შეაქვთ, რომელიც ინერტულობით გამოირჩევა.
ნატრიუმი_ყვითელი ალი.
სპილენძი_მოცისფრო_მომწვანო ალი.
კალციუმი_წითელი ალი.
ბარიუმი_მწვანე ალი.
კალიუმი_იისფერი ალი.
 
ქიმიური თვისებების მიხედვით მეტალები შეიძლება ჯგუფებად დაიყოს. არსებობს ხუთი ძირითადი ჯგუფი:
1-კეთილშობილი
2-ტუტე
3-ტუტემიწა
4-გარდამავალი მეტალები
5-იშვიათი მეტალები. 
კეთილშობილი მეტალები დედამიწის ქერქში შეიძლება არანაერთების არამედ დამოუკიდებელი სახით არსებობდეს. ეს მეტალებია:სპილენძი,
ადიუმი,ვერცხლი,პლატინა და ოქრო.
ყველა კეთილშობილი მეტალი არააქტიურია. ისინი ძნელად უერთდებიან სხვა ელემენტებს ამიტომ ნაერთებსაც ძნელად წარმოქმნიან, არააქტიურობის გამო კეთილშობილი მეტალები ძნელად იჟანგება, მათ საოქრომჭედლო საქმეში და მონეტების დასამზადებლად იყენებენ. ოქრო ძალზე არააქტიურია და უძველესი ოქროს ნივთები ახალივით ამიტომ ბრწყინავს.
ტუტემიწა მეტალებს ექვსი მეტალი მიეკუთვნება. მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, ბარიუმი. ეს მეტალები დედამიწის ქერქში მრავალიუ სხვადასხვა მინერალის შემადგენლობაში გვხვდება კალციტში, ნიჟარა დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რომელიც მასში კალციუმის კარბონატის ფორმითაა.
მაგნიუმს მწვანე პიგმენტი ქლოროფილი შეიცავს, რომელიც მცენარეებს
ფოტოსინთეზისათვის სჭირდებათ.
გარდამავალი მეტალები მტკიცე, მკვრივი და ბზინვარეა, ლღობის მაღალი ტემპერატურით ხასიათდებიან და ნაკლებად აქტიურები არიან ვიდრე ტუტე და ტუტემიწა მეტალები.
გარდამავალი მეტალები: რკინა,ოქრო,ვერცხლი,ქრო
მი,ნიკელი,სპილენძი. მათთვის ფორმის მიცემა ადვილია, მათ იყენებენ, როგორც თავისუფალი ასევე, შენადნობის სახით.
იშვიათი მატალების ჯგუფში ცხრა მეტალი შედის: ალუმინი, გალიუმი, ინდიუმი, კალა, სტიბიუმი, თალიუმი, ტყვია, ბისმუტი და პოლონიუმი. პერიოდულ სისტემაში ისინი გარდამავალი მეტალების მარჯვნივ არიან განლაგებული.
სუფთა მეტალები ძალზედ რბილია და სუფთა სახით იშვიათად გამოიყენება.
ალუმინი ყველაზე მსუბუქი მეტალია, საავადმყოფოებში მას რადიაციისა და რენდგენის სხივებისაგან დამცავ ბარიერებად იყენებენ.


 შენადნობი ორი ან მეტი მეტალის ან სხვა მეტალისა და ნივთიერების ნარევს წარმოადგენს. შენადნობს იმიტომ ამზადებენ, რომ იგი მისი შემადგენელი მეტალების თვისებებს მაგალითად: სიმსუბუქესა და სიმტკიცეს აერთიანებს.
უჟანგავი ფოლადი, რომელსაც დანა-ჩანგლისათვის იყენებენ, ფოლადის, ნიკელისა და ქრომის შენადნობია.
ბრინჯაო გამოიყენება გემთმშენებლობაში. მეტი სიმტკიცისათვის ბრინჯაოს მანგანუმს უმატებენ.
შენადნობის შედგენილობა მის პრაქტიკულ გამოყენებას განსაზღვრავს. განსაკუთრებით ძვირფასია ლეგირებული ფოლადები. მალეგირებელი მეტალების დამატება ფოლადს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. მაგალითად, ვანადიუმიანი ფოლადი მდგრადია დარტყმის მიმართ და ინსტრუმენტების დასამზადებლად გამოიყენება.
რკინა საქართველოსში უხსოვარი დროიდან მოიპოვება ფოლადაურის ძამისა და ტყიბულის საბადოებში. საქართველოს უმნიშვნელოვანესი რესურსია მანგანუმი, რომლის საბადოც ჭიათურასშია. მისი პროგნოზული მარაგი 400მილიონ ტონაზე მეტია. შავი მეტალებიდან ცნობილია არასაწარმოო მნიშვნელობის მაგრამ მაღალი სამკურნალო თვისებებით განთქმული მაგნეტიტური ქვიშა იგი ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლში (ფოთი-გრიგოლეთის მონაკვეთზე)გვხვდება.
http://www.youtube.com/watch?v=hEFeLYWTKX0

http://video.google.com/videoplay?docid=-8435664693477358288&ei=HC-qS-ClC42n-AbU9tnmBg&q=metallic+bond&hl=en#docid=-3259465332845003377

Wednesday, March 17, 2010



გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა)ს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როცა ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები.მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირიათადად რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი, კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური... დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთის მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორეს მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.
წყალი  - წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია), ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე (ევროპა, ევკლიდე).