Sunday, January 31, 2010

რაჭული ლობიანი

თავდაპირველად ჩვეულებრივ პურის ცომს ვაკეთებთ. გამზადებული
გვაქვს მოხარშული ლობიო. შემდეგ ამ ლობიოს ვატარებთ მანქანაში და შევკაზმავთ ღორის ქონით ან ერბოთი. როდესაც ცომი კარგად ამოფუვდება ამ დროს ვიწყებთ გამოცხობას. (ერთი ჭიქა ლობიოსგან გამოდის ერთი ლობიანი) .
ლორი

როდესაც ღორი დავკლავთ,გავშლით ცელოფანს და ღორის დაჭრილ ნაწილებს დავალაგებთ ცელოფანზე,შემდეგ დავაყრით მარილს.

(იმდენი,რომ ხორცი გაფუჭდეს) 10 დღის განმავლობაში არის შეხვეული ამ ცელოფანში,შემდეგ ამოვიღებთ ცელოფნიდან ამ ნაჭრებს და

სადაც ფეჩი გვიდგას იმ ოთახში ჩამოვკიდებთ (სითბოში).შემდეგ ხორცს ვკიდებთ სპეციალურ ბუხარში და ქვემოდან ნელ კვამლს ვაძლევთ. ამას ვაგრძელებთ თვე ნახევრის განმავლობაში,რომ ვიჩინა გამოვიყვანოთ