Sunday, November 29, 2009

manganumi

დ.მენდელეევის ელემენტთა პარიოდული სისტემის მე-7 ჯგუფის ქიმიური ელემენტი;ატომური მასა -54,938. ვერცხლისფერ-თეთრი,მაგარი და მყიფე ლითონია;ცნობილია ერტ სტაბილური იზოტოპის 55MN სახით. საკოორდინაციო რიცხვი 4 და 6; ლითონია აქტიურობის მქკრივში მოთავსებულია წყალბადამდე. ხასიათდება პარამაგნიტური თვისებებით. მანგანუმი აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა კ.შეელემ (1774წ.).
გავრცელება ბუნებაში
მანგანუმის შემცველობა დედამიწის ქერქში 0,1 %-ია. ცნობილია მისი მინერალები -ჰიროლუზიტი,მანგანიტი,ბრაუნიტი,ჰაუსმანიტი და სხვა. მანგანუმის მნიშვნელოვანი მადანია კარბონიტი ანუ მანგანიტის შპატი. რკინის მადნები თითქმის ყოველთვის შეიცავს მანგანუმს მნიშვნელოვანი რაოდენობით. მისი მნისვნელოვანი მადანებიასაქარტველოში (ჭიათურა).
მიღება
ლითონური მანგანუმი მიიღება პიროლუზიტიდან ალუმინთერმიის გზით. ეს რექცია ძალიან ენერგიულად მიმდინარეობს -მანგანუმის დიოქსიდის გახურებით MN ჯერ აღადგენენ შერეული ოქსიდი წარმოქმნით,რომლისგანაც მანგანუმს ალუმინთერმიით აღადგენენ. მიღებული ლითონური მანგანუმი შეიცავს 94-96 % მანგანუმს და მინარევის სახით FE. ქიმიურად სუფთა (99,9 %) მანგანუმი მიიღება მანგანუმის სულფატის წყალხსნართა ელექტროლიზით. იმის გამო,რომ მანგანუმი გაცილებით წინ არის წყალბადზე აქტიურობის მწკრივში,იგი ადვილად იხსნება განზავებულ მჟავებში.
გამოყენება
მანგანუმს ძირითადად იყენებენ მეტალურგიაში,ასევე,შენადნობის ლეგირებისთვის. იგი ანიჭებს ფოლადს,მანგანუმის, ალუმინის სიმტკიცეს,კოროზიამედეგობას და სხვა. იყენებენ ლითონთა ზედაპირის დასაფარად,დაცვის მიზნით; ეს მეთოდი თუთიით დაფარვაზე უკეთესია,რადგან მანგანუმის ელექტრული პოტენციალი თუთიისაზე უარყოფითია. ამიტომ მანგანუმის დაფარვები ხასიათდება დიდი კოროზიული მდგრადობით. მანგანუმის დიოქსიდი ,როგორც გამაუფერულებელი,გამოიყენება აგრეთვე ასანთის წარმოებაში. მანგანუმის დიოქსიდს იყენებენ კატალიზატორად ქიმიურ რექციებში.
ფოსფორი ადამიანის ორგანიზმში
70კგ. წონის ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 780გ. ფოსფორია.კალციუმის ფოსფატი სახიტ იგი შედის ადამიანისა და ცხოველის ძვლებში,ცილების,ფოსფოლიპიდების,ნუკლეინმჟავების, სედგენილობაში. ფოსფორის ნაერთები მონაწლიეობენ ენერგეტიკულ ცვლაში. ადამიანის ორგანიზმის სადღეღამისო მოტხოვნილება ფოსფორზე არის 1,2გ. მის ძირითად რაოდენობას ადამიანი იღებს რზისა და პურის მესვეობიტ. ფოსფორით განსაკუთრებით მდიდარია თევზი,ლობიო,ზოგიერთი სახის ყველი. სწორი კვებისთვის აუცილებელია მოხმარებულ ფოსფორსა და კალციუმს შორის ბალანსის დაცვა: საკვებში ამ ელემენტის ოპტიმალური თანაფარდობა 1,5:1. საკვებში ფოსფორის სიჭარბე იწვევს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას,ხოლო კალციუმის სიჭარბის დაროს ვითარდება შარდკენჭოვანი დაავადება.

ფოსფორი

დ.მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის \/ ჯგუფის ქიმიური ელემენტი.ატომური ნომერი-15,ატომური მასა-30,973. ფოსფორი მნიშვნელოვანი ბიოგენური ელემენტია.ბუნებრივი ფოსფორი შედგება მხოლოდ ერთი იზოტოპისგან: 31P.საკოორდინატო რიცხვი 4. არალითონი;მყარი ნივთიერება.ალოტროპიული მოდიფიკაციები-თეთრი,წითელი,შავი და სხვა. სულ 11მოდიფიკაცია. ფოსფორი მე-12 საუკუნეში აღმოაჩინა არაბმა ალქიმიკოსმა ალქიდ ბეხილმა. მისი მიღების თარიღად ითვლება 1675წ.,როდესაც ჰ. ბრანდმა მიიღო სიბნელეში მნათი ნივთიერება. ფოსფორის ელემენტური ბუნება დაადგინა ფრანგმა მეცნიერმა ა. ლავუაზიემ.
გავრცელება ბუნებაში
მაღალი ქიმიური აქტიურობისგამო ფოსფორი ბუნებასი ტავისუფალი სახით არ მოიპოვება. მისი მნიშვნელოვანი მინერალებია: ფოსფორიტი,ფტორაპატიტი,ქლორაპატიტი,ჰიდროქსიაპატიტი და სხვა. დედამიწის ქერქში ფოსფორის შემცველობაა 0,125%. ფოსფორი ნაერტების სახით სედის მცენარეულ უჯრედებში,ადამიანისა და ცხოველების ძვლოვანი,ნერვული და კუნტოვანი ქსოვილების შედგენილობაში.
მიღება
ფოსფორის მისაღებად გამოიყენება კალციუმის ფოსფატი,რომელსაც ქვიშასტან და კოქსტან ერთად ახურებენ ალექტროღუმელში (1500 გრადუსზე). რეაქციის დროს ფოსფორი მიიღება ორთქლის სახით,რომელიც ქყალსი კონდენსირდება. ამ გზით მიღებული თეთრი ფოსფორი ხანგძლივი გახურების დროს ქყალი ფოსფორად გარდაიქმნება.

გამოიყენება
თეთრი ფოსფორის გამოყენება მისი მომწამლავი თვისებების გამო შეზღუდულია. იგი გამოიყენება მხოლოდ ლაბორატორიებსა და სამხედრო საქმეში. წითელ ფოსფორს იყენებენ ასანთის წარმოებაში ,ზოგიერტი მარილის დასამზადებლად და სხვა. ფოსფორის ანჰიდრიდი იხმარება სითხეების გასაუწყლოებლად,აირების გასაშრობად,ქიმიური ნაერთებიდან ქყლის მოსაცილებლად. ფოსფორმჟავა ზირითადად გამოიყენება სასუქების წარმოებაში,სამხედრო საქმეში,მინის წარმოებაში. ფოსფორს იყენებენ,აგრეთვე,ზოგიერთი სახის ნახევარგამტარები დასამზადებლად. იგი შედის კალი ბრინჯაოს შედგენილობაში.