Wednesday, March 24, 2010

 
ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება:
Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,N,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Au
აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა.
აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როცა ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან. სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.
მეტალთა საერთო ქიმიური თვისებები
მეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერტო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომები
შედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან.  
ზოგიერთი მეტალი წვის დროს, ალს განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს. ნივთიერებათა წვა შეიძლება ამა თუ იმ ლითონის არსებობის შესამოწმებლად გამოვიყენოთ. ნივთიერებები ალში პლატინის ალით შეაქვთ, რომელიც ინერტულობით გამოირჩევა.
ნატრიუმი_ყვითელი ალი.
სპილენძი_მოცისფრო_მომწვანო ალი.
კალციუმი_წითელი ალი.
ბარიუმი_მწვანე ალი.
კალიუმი_იისფერი ალი.
 
ქიმიური თვისებების მიხედვით მეტალები შეიძლება ჯგუფებად დაიყოს. არსებობს ხუთი ძირითადი ჯგუფი:
1-კეთილშობილი
2-ტუტე
3-ტუტემიწა
4-გარდამავალი მეტალები
5-იშვიათი მეტალები. 
კეთილშობილი მეტალები დედამიწის ქერქში შეიძლება არანაერთების არამედ დამოუკიდებელი სახით არსებობდეს. ეს მეტალებია:სპილენძი,
ადიუმი,ვერცხლი,პლატინა და ოქრო.
ყველა კეთილშობილი მეტალი არააქტიურია. ისინი ძნელად უერთდებიან სხვა ელემენტებს ამიტომ ნაერთებსაც ძნელად წარმოქმნიან, არააქტიურობის გამო კეთილშობილი მეტალები ძნელად იჟანგება, მათ საოქრომჭედლო საქმეში და მონეტების დასამზადებლად იყენებენ. ოქრო ძალზე არააქტიურია და უძველესი ოქროს ნივთები ახალივით ამიტომ ბრწყინავს.
ტუტემიწა მეტალებს ექვსი მეტალი მიეკუთვნება. მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, ბარიუმი. ეს მეტალები დედამიწის ქერქში მრავალიუ სხვადასხვა მინერალის შემადგენლობაში გვხვდება კალციტში, ნიჟარა დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რომელიც მასში კალციუმის კარბონატის ფორმითაა.
მაგნიუმს მწვანე პიგმენტი ქლოროფილი შეიცავს, რომელიც მცენარეებს
ფოტოსინთეზისათვის სჭირდებათ.
გარდამავალი მეტალები მტკიცე, მკვრივი და ბზინვარეა, ლღობის მაღალი ტემპერატურით ხასიათდებიან და ნაკლებად აქტიურები არიან ვიდრე ტუტე და ტუტემიწა მეტალები.
გარდამავალი მეტალები: რკინა,ოქრო,ვერცხლი,ქრო
მი,ნიკელი,სპილენძი. მათთვის ფორმის მიცემა ადვილია, მათ იყენებენ, როგორც თავისუფალი ასევე, შენადნობის სახით.
იშვიათი მატალების ჯგუფში ცხრა მეტალი შედის: ალუმინი, გალიუმი, ინდიუმი, კალა, სტიბიუმი, თალიუმი, ტყვია, ბისმუტი და პოლონიუმი. პერიოდულ სისტემაში ისინი გარდამავალი მეტალების მარჯვნივ არიან განლაგებული.
სუფთა მეტალები ძალზედ რბილია და სუფთა სახით იშვიათად გამოიყენება.
ალუმინი ყველაზე მსუბუქი მეტალია, საავადმყოფოებში მას რადიაციისა და რენდგენის სხივებისაგან დამცავ ბარიერებად იყენებენ.


 შენადნობი ორი ან მეტი მეტალის ან სხვა მეტალისა და ნივთიერების ნარევს წარმოადგენს. შენადნობს იმიტომ ამზადებენ, რომ იგი მისი შემადგენელი მეტალების თვისებებს მაგალითად: სიმსუბუქესა და სიმტკიცეს აერთიანებს.
უჟანგავი ფოლადი, რომელსაც დანა-ჩანგლისათვის იყენებენ, ფოლადის, ნიკელისა და ქრომის შენადნობია.
ბრინჯაო გამოიყენება გემთმშენებლობაში. მეტი სიმტკიცისათვის ბრინჯაოს მანგანუმს უმატებენ.
შენადნობის შედგენილობა მის პრაქტიკულ გამოყენებას განსაზღვრავს. განსაკუთრებით ძვირფასია ლეგირებული ფოლადები. მალეგირებელი მეტალების დამატება ფოლადს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. მაგალითად, ვანადიუმიანი ფოლადი მდგრადია დარტყმის მიმართ და ინსტრუმენტების დასამზადებლად გამოიყენება.
რკინა საქართველოსში უხსოვარი დროიდან მოიპოვება ფოლადაურის ძამისა და ტყიბულის საბადოებში. საქართველოს უმნიშვნელოვანესი რესურსია მანგანუმი, რომლის საბადოც ჭიათურასშია. მისი პროგნოზული მარაგი 400მილიონ ტონაზე მეტია. შავი მეტალებიდან ცნობილია არასაწარმოო მნიშვნელობის მაგრამ მაღალი სამკურნალო თვისებებით განთქმული მაგნეტიტური ქვიშა იგი ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლში (ფოთი-გრიგოლეთის მონაკვეთზე)გვხვდება.

No comments:

Post a Comment