Wednesday, March 24, 2010
ცერიუმი
ზოგადი დახასიათება
ატომური ნომერი_58.
ატომური მასა 140, 115 მ.ა.ე.
(მოლური მასა) (მ/მოლ)
Aატომური რადიუსი 181
იონიზაციის ენერგია (პირველი ელექტრონის)O540,1 კ.ჯ/მოლ.
ელექტრონული კონფიგურაცია [Xე] 4ფ2 6შ2
ელექტროუარყოფითობა 1,12
ჟანგვის ხარისხი 4,3
მარტივი ნივთიერების თერმოდინამიკური თვისებები :
სიმკვრივე 6,757გ/სმ3
სითბოგამტარობა 11,3
დნობის ტემპერატურა 1072ჯ.
დნობის სითბო 5,2 კ.ჯ/მოლ.
დუღილის ტემპერატურა 3699კ.
ცერიუმი_ლანთანოიდები�
� ჯგუფის ელემენტია, მოვერცხლისფრო მეტალი.
Eელემენტის აღმოჩენა და სახელწოდება.
ჩე_ცერიუმი (ლათ_ჩერიუმ) 1803წელს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს კლაპროტმა, ბერცელიუსმა და გიზენგერმა. სახელწოდება შეარჩიეს იმ ხანებში (1801წ) აღმოჩენილი მცირე პლანეტა ასტეროიდის ცერერის სახელწოდების მიხედვით. სუფთა სახით ლითონი ელექტროლიზური გზით მიიღეს 1875 წელს ჰილებ რანდმა და ნორტონმა.
გავრცელება ბუნებაში
გავრცელება ბუნებაში ვინოგრადოვის მონაცემით 4,5.10-5
ლანთანიდებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია Ce იშვიათ მიწათა მეტალია. ვერცხლისფერი თეთრი, კარგად იჭედება, ადვილად იჭრება დანით, იწელება მავთულად. Mმისი ხვედრითი წონა_6,768 ლანთანოიდური კუმშვა 1,18 აალების დაბალი ტემპერატურა_1650.
ქიმიური თვისებები
ცერიუმი, როგორც ყველა ლანთანოიდი მაღალი რეაქციის უნარიანობით ხასიათდება. ჟანგბადის არეში ხურებისას იწყებს წვას, ცერიუმის ცენტრი უფრო კაშკაშა ალით იწვის, ვიდრე მაგნიუმისა. ნელა შლის ცივ წყალს, ცხელ წყალს_კი სწრაფად. Kკარგი აღმდგენია_წითლად ვარვარისას ცერიუმი ნახშირბადს აღადგენს ნახშირჟანგიდან და ნახშიროჟანგიდან.
ქლორის არეში 2000_მდე გაცხელებული ადვილად ინთება და დაწვის შედეგად წარმოქმნის ქლორიდს. ცერიუმი ორგანულ ნაერთებთნ შებმულ ქლორასაც კი იერთებს.
………3ჩH3ჩლ+4Gე→Gეჩლ3+3GეH3+3ჩ
ცერიუმი უჯერი ნახშირწყალბადების წყალბადასაც კი იერთებს. იერთებს წყალბადს, წარმოქმნის … GეH3 ტიპის ჰიდრიდს, ადვილად იერთებს აზოტს GეN ნიტრიდის წარმოქმნით.
წარმოქმნის შენადნობებს.
გამოყენება
ცერიუმის ნიტრატი გამოყენებული იქნა საგაზვარვარო ბადეების დასამზადებლად. ელნათურებმა დიდი ხანია გამოაძევა ეს ბადეები ხმარებიდან.
ლითიუმის, ვერცხლის და ცერიუმის ოქსიდების შემცველი მინა სინათლისადმი დიდი გრძნობიერებით ხასიათდება.
შენადნობი, რომელიც შედგება 30% რკინის და 70% ცერიუმისაგან, იშვიათ მიწათა სხვა მეტალებთან ერთად იხმარება ცეცხლმოსაკიდებში, რადგან ფოლადის ზედაპირთან ხახუნით იძლევა ნაპერწკლებს. ეგრეთ წოდებული ‘’შერეული მეტალი’’, რომელიც ლანთანოიდების აღდგენის გაუწმენდავ პროდუქტს წარმოადგენს, გამოყენებულია მეტალურგიაში როგორც ძლიერი აღმდგენელი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment